წუთისოფელი
33, Batumi, Γεωργία

წუთისოფელი არ გვინდობს, უხვად გვიგზავნის სატანჯველს, ზოგს დარდი მეტად უმძიმებს ყოფა-ცხოვრებას ნაწამებს. ზოგს ნაადრევი სიკვდილი, თუმცა, ყოველ დროს მწარეა, ზოგი კი ცოცხლობს და მაინც მზიანი დღეც კი ღამეა. ვის მეგობარმა უმუხთლა, ვინ ობლად დარჩა ყმაწვილი, ვიღაც ოჯახის მსხვერპლია, არ დაუფასეს ვის წვლილი. ვიღაც გაეხვა ვალებში, ვიღაცა ემიგრანტია, ზოგი მსხვერპლია ჭორისა -მოასხეს ცოდვის მანტია. ჰო და , ასე და ამგვარად, ვარსებობთ გათანგულები, მაგრამ ყველა ჭირს აჭარბებს გრძნობით დამწვარი გულები. ეს, ერთადერთი რამეა, რაც ყველას გვაერთიანებს: - ვუძღვნიდით, ვუძღვნით, მივუძღვნით სიყვარულს ადამიანებს!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά