საოცარია....
44, Tbilisi, Γεωργία

დღეს არაფერი არ მოხდება, ღამეს გაათევ.
მხოლოდ დაცემულ საქართველოს უნდა დაჯერდე.
სახლის კუთხეში მიგდებული კედლის საათი
ასე, სიცოცხლის სურვილივით უცებ გაჩერდა.

აღარც ხმა ისმის, არც ჩურჩული. მხოლოდ-ღა კატის
ტვინისამხდელი ყეფაა და იმედის ხანა
ჩუმად, ნელნელა, მარტოობის წლებივით გადის
და ვხედავ როგორ მეკარგები, ჩემო ქვეყანა...

ვიცი, ღირსება გვაწერია (უფალს მადლობა)
ატალახებულ მიწებამდე დახრილ თავებზე.
ამომეზარდა ხელის გულზე თაფლის სანთლები
და უფსკრულებში საქართველოს ფესვებს დავეძებ...






გიორგი არაბიძე

 
Σχόλια
არავინ 27.03.2012

ამომეზარდა ხელის გულზე თაფლის სანთლები
და უფსკრულებში საქართველოს ფესვებს დავეძებ...

teamasi 26.03.2012

ვიცი, ღირსება გვაწერია (უფალს მადლობა)
ატალახებულ მიწებამდე დახრილ თავებზე.

EKA3EKA 26.03.2012

სახლის კუთხეში მიგდებული კედლის საათი
ასე, სიცოცხლის სურვილივით უცებ გაჩერდა...

agni121 26.03.2012

ვიცი, ღირსება გვაწერია (უფალს მადლობა)
ატალახებულ მიწებამდე დახრილ თავებზე.
ამომეზარდა ხელის გულზე თაფლის სანთლები
და უფსკრულებში საქართველოს ფესვებს დავეძებ... *THUMBS UP* *THUMBS UP*

galaxyca galaxyca 26.03.2012

გაიხარე ინგა...

galaxyca 26.03.2012

ამომეზარდა ხელის გულზე თაფლის სანთლები
და უფსკრულებში საქართველოს ფესვებს დავეძებ..................

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά