ჩემს თავს რა ხდება არ ვიცი წყეული
33, Tbilisi, Γεωργία

აღარ ვიცი რა ვიკითხო ვის ვთხოვო ვის,
ცივი ყოფილხარ თურმე გული გაქვს ქვის,
რატომ არ გესმის ტკივილი სიმწარე წვის,
ნუთუ გაშინებს ისევ ტალღები ზღვის.

შენს ძებნაში ეს გული სულ ყველგან მივა,
შენი სურნელით ვარდებს ფურცლები სცვივა,
თბილად ეხვევა ფოთლებში და მაინც სცივა,
ამ თვალებს უშენობა ოხ როგორ სტკივა.

ვიხსენებ იმ დღეს შენ რომ გაგიცანი,
ის დროც გავიხსენე თმა რომ დაგიწანი,
ეს სიყვარული ხომ შენით შევიცანი,
ყოველთვის ყველგან გთხოვ დამიცავი.

უცნაურია ვგრძნობ ფერები მუქდება,
ირგვლივ ყველაფერი ვხედავ სუქდება,
ეგ შენი სახე ჩემს თვალებს უხდება,
მაგრამ რა ვქნა რომ სულს გული უკვდება.

ნეტა ვინ ტყუის ან რის ბრალია,
სად ვარ არ ვიცი მიხუჭავს თვალია,
ხალხი ჩურჩულებს სძინავს მთვრალია.
ალბათ მიზეზი ლამაზი ის ნაზი ქალია.

ვწევარ და ყველა ჩემს თვალებს უმზერს,
სულ ყველა სწუხს ჩემს სახეს უცქერს,
დედიკო ტირის და ნეტა ვის უმღერს,
ამ მკერდს გული ხომ ჯერ ისევ უძგერს.

გამომეღვიძა მარტოს დავრჩი ეული,
არ ვიცი რა მოხდა ვარ დაბნეული,
კუბოში ასვენია ეს ჩემი სხეული,
ჩემს თავს რა ხდება არ ვიცი წყეული.

არააა, მე მეშინია წყვდიადი ბნელის,
ძლიერი სული მაქვს დიადი მგელის,
არ გავახარებ გულებს ბოროტის, გველის,
მე ხომ ამ ქვეყნად ის გოგო მელის.


 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά