ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე
33, Tbilisi, Γεωργία

ტირის, თან მიღიმის და თან არა,
ფიქრობს, ხან მასთან ვარ და ხან არა,
უჭირს, მის გვერდით ვარ მაგრამ რა,
დღეს რომ ვუყვარვარ ხვალ არა.

მისით მთვრალი ვარ დღისით თუ ღამით,
მის გვერდით მინდა სულ ერთი წამით,
მინდა ვახარებდე ყოველთვის რამით,
ჩემს სიყვარულს ხომ ვამტკიცებ ამით.

ფიქრებში მუდამ თვალწინ მიდგება,
ჩემი გრძნობები მაშინ ვლინდება,
მას რომ ვუყურებ კოცნა მინდება,
ყველა ტკივილიც მაშინ ფრინდება.

წვიმიან ღამეს რამდენჯერ გზაში,
ხელებს ვითბობდი მის ლამაზ თმაში,
შეხორცებული ვიყავი მასში,
გაყინულ წვიმას ვერ ვგრძნობდი მაშინ.

თურმე სტკიოდა ჩუმად ყვიროდა,
ჩემთან იყო და მაინც ტიროდა,
ფიქრებით შორს სადღაც მიქროდა,
მე კი საშინლად ეს არ მინდოდა.

წავალ ტაძარში ვილოცებ მასზე,
სანთლებს დავანთებ გავდგები განზე,
მუხლებს მოვუყრი უფალს მე ქვაზე,
ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე.

 
Σχόλια
tevchoevcho 23.02.2012

ვთხოვ დაიფაროს იფიქროს მასზე. *THUMBS UP*

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά