ჩემი გოგონა
33, Tbilisi, Γεωργία

ჩემი გოგონა ყველაზე კარგია,
სიყვარულისა კარგი დარგია,
არავის სხვას არად არგია,
ჩემთვის სხვა მძიმე ბარგია.

ჩემი გოგონა ყველას ჯობია,
უკეთესებში მჯობზე მჯობია,
ჩემი ცხოვრების ლამაზი ჰობია,
ჩემთვის სხვა მწარე ობია.

ჩემი გოგონა სავსე ყანწია,
ქვეყანაზე მშვენიერი განძია,
ჩემი ცხოვრების ძველი კვანძია,
სხვა ყველა ახალი ჩემთვის ბანძია.

ჩემი გოგონა ზღვაში გემია,
მისი ტუჩების სიტკბო მიგემია,
ჩემი საყვარელი მარწყვის ჯემია,
მხოლოდ და მხოლოდ იგი ჩემია.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά