მე შენ მიყვარხარ ისევ ძალიან გთხოვ არავისთან არასდროს არ თქვა
33, Tbilisi, Γεωργία

მე ის მიყვარდა ყველაზე ძალიან,
ჩემს გვერდით იყო მას ჩემი ერქვა,
არ ვიცი ვინ ტყუის ან რისი ბრალია,
რატომ გამიხდა ეს გული მე ქვა.

დრომ თავისი ქნა გრძნობა გალია,
ძარღვებში სისხლმა უმატა ფეთქვას,
ბედმა მარგუნა დიდი გალია,
ყოველთვის მიშლიდა რამე რომ მეთქვა.

მე ისევ მიყვარს ჩემი ვალია,
მუდამ მიჭირდა სიტყვების კენკვა,
არ ვიცი ვინ ტყუის ან რისი ბრალია,
ჩემს გვერდით იყო მას ჩემი ერქვა.

სამარადისოთ ის ჩემი ქალია,
მან შემასწავლა სიტყვების ბეთქვა
და იგი დღესაც მიყვარს ძალიან,
გამიჭირდება ყველგან რომ ვერ ვთქვა.

არასდროს მითხრა რომ არ გცალია,
მე ამას გეტყვი და აღარ გამთქვა,
მე შენ მიყვარხარ ისევ ძალიან,
გთხოვ არავისთან არასდროს არ თქვა.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά