მათ ეხარიათ ჩვანი დაცემის
33, Tbilisi, Γεωργία

ვებრძოდეთ, ვსპობდეთ მუდამ იმ ბალახს,
რომელიც ჩვენს შორის იყენებს ძალას,
ვიწმინდდეთ, ვიბანდეთ მუდამ იმ ტალახს,
რომელიც გვიბიძგებს, გვიქადის ღალატს.

ნუ მივეპყრობით სხვის ლამაზ მზერას,
ვუმზეროთ მუდამ მის გულის ცემას,
არ ვეძმაკაცოთ სიტყვების მღერას,
ყური დავუგდოთ მათ ყოველ ბგერას.

ნუ დავუჯერებთ იმ ბოროტ ძალებს,
რომელნიც აქეთ გვადებს ჩვენ ვალებს,
არ მივცეთ ნება დახუჭვის თვალებს,
აგვაფარებენ ორივეს ფარებს.

არ ვემორჩილოთ უძირო ბნელეთს,
გადავარდებით, ავცდებით ხმელეთს,
არ ავყვეთ ენებს, გესლიან გველებს,
ვინარჩუნებდეთ ჩვენს ლამაზ ფერებს.

არ მივცეთ ნება ჩვენი გაცემის,
მოგვეცეს რიდი სხვის გადაცემის,
გრძნობებს ვახშობდეთ ძუნწი კაცების,
მათ ეხარიათ ჩვენი დაცემის.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά