შენ აგირჩია და მას შენ გაბარებ
33, Tbilisi, Γεωργία

ყოველ საღამოს როცა ბნელდება,
ვუსმენ გულის ცემას როგორ ნელდება,
ტირიფი ტირის და ნელა ბერდება,
ყველა სულიერი შფოთავს, ღელდება.

ვწევარ მივდივარ უძირო ფიქრებში,
თავი მგონია კუბოს ფიცრებში,
თვალებს ვხუჭავ და ვცურავ სიზმრებში,
გოგონას ვხედავ პერანგით სისხლებში.

მე ის გოგონა ძლიერ მიყვარდა,
ჩემი იყო და ჩემთან მიმყავდა,
უეცრად ჩვენში ქაოსი დამყარდა,
ვიღაცა გამოჩნდა, ჩვენს შორის გამყარდა.

მისი წასვლისას გული კვნესოდა,
ჩემთან იყო და ისევ ელოდა,
ტიროდა, სტკიოდა მაინც მღეროდა,
მზე ანათებდა, მაგრამ ბნელოდა.

სხვასთან წავიდა მე მიმატოვა,
ლამაზი სიტყვები ჩემთან დატოვა,
დადგა ზამთარი გული დათოვა,
მოვიდა თოვლი და სითბომაც დამტოვა.

მისი ღიმილი ჯერ ისევ მახსოვს,
მან მიმატოვა გული კი არ თმობს,
მაინც განიცდის არა და არ გმობს,
დავრჩი მარტო და ფიქრები მათბობს.

უცხო ხარ, მაგრამ მაინც ვაპარებ,
შენთან ვგზავნი და მოკითხვას ვაბარებ,
კეთილი გულით ღვთის კალთას გაფარებთ,
შენ აგირჩია, და მას შენ გაბარებ.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά