ლოთი მხატვარი
33, Tbilisi, Γεωργία

დილით ქუჩაში ლამაზად წვიმდა,
თითქოს ტიროდა უფალი წმინდა,
ის იგი ტირის რატომღაც ღელავს,
ღრუბლებში ყვირის და წითლად ელავს.

ცაში იჭექა აფეთქდა დენთი,
რაღაცას მანიშნებს მაღალი ღმერთი,
ყური მივუგდე მივაპყარ თვალი,
დენთმა იფეთქა დატოვა კვალი.

ღმერთის ენისა ვერა გავიგე,
ციდან დენთისა კვალი ავიღე,
სახლში შევედი მივხურე კარი
და ღვინის ბოთლას მე ხელი ვკარი.

ღმერთმა შეწყვიტა უცებ ტირილი,
აღარ მესმის მისი ყვირილი,
რაც მას უნდოდა მე ის გავიგე,
ხელში დასვრილი ფუნჯი ავიღე.

ფუნჯი დავადე სუფთა ქაღალდძე,
ვფიქრობ წარსულზე სულის ღალატზე,
გულს მაინც ის ერთი სურს,
ახლა დავხატავ მე ჩემსა სულს.

დავიწყე ხატვა ღვინოვ მომინდი,
ნასროლი ბოთლი გვერდით მოვიდგი,
ყურში ჩამესმის მისი სიტყვები,
შორიდან ყვირის შენი ვიქნები.

ღვინო თავდება აღარ მაქვს ფული,
იგი წავიდა წამართვა სული,
ხელით მიჭირავს დასვრილი ფუნჯი,
შემომრჩა მხოლოდ მელანი ლურჯი.

თეთრი ქაღალდი კედელზე დავკიდე,
ღვინო გათავდა სიგარეტს გავკიდე,
დავჯექი სკამზე მომაწვა სევდა,
ვიხსენებ ღიმილს მუდამ რომ სდევდა.

სიცივემ ამიტანა მოვედი გონზე,
გავხედე კედელზე ნახატის ფონზე,
დამიხატია თურმე ის გოგონა,
რომელიც ყოველთვის ჩემი მეგონა.

გავაღე კარადა შიგნით ფურცლებია,
მათ უკვე ვინახავ რამდენი წლებია,
ყოველდღე ვხატავ მხოლოდ იმ ქალს,
მასზე ფიქრებს კი ვატან მე ქარს.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά