იცი რას ვფიქრობ?
33, Tbilisi, Γεωργία

იცი რას ვფიქრობ?
მოდი მე გეტყვი,
პირველი დღე მინდა!
ღამე, და ცა წმინდა.

გახსოვს ის საუბრები?
სწორედ ის მინდა!
ნეტავ მაქცია იმ პირველ დღედ,
მოგეფერო და გაგართო მხნედ.

პირველი სიტყვა თუ გახსოვს?
მოდი მე გეტყვი,
ეს იყო დუმილი,
ჩუმი, ფარული წუხილი.

გახსოვს ვარკვლავთა სიჩუმეც?
სათითაოდ რომ ცვიოდნენ,
ჩვენი თვალების გუგებით,
ერთმანეთს როგორ ვუგებდით.

ან ის გახსოვს?
ის პირველი კოცნა,
ლოყაზე ამბორი,
ამ გრძნობის გამგონი.

პირველი წყენაც მახსოვს!
ჩვენთვის ცნობილი,
მკრთალი ღიმილი,
გულში ტირილი.


მას მერე მიყვარხარ იცი?
მაგრად მიყვარხარ!
დღეს დრო მაქვს ფიქრის,
დრო კი სად მიქრის.

ყველაფერს დავთმობ,
სულ მთლად ყველაფერს!
ოღონდ შენ მყავდე გახარებული,
ჩემი ძვირფასი და ღირებული.

იცი რას გეტყვი?
კარგად მისმინე!
შენ ხარ ჩემი ნაკლული,
დიდი გული დაკლული.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά