ხის ქვეშ ვზივარ და ლექსს ვწერ დაღლილი
33, Tbilisi, Γεωργία

ხის ქვეშ ვზივარ და ლექსებს ვწერ დაღლილი,

გზას გავყურებ მე რაც მაქვს განვლილი,
გზაში ვგულისხმობ ბუნდოვან წარსულს,
რომელშიც დაბრუნება არა და არ მსურს.

იმ ტკბილ დროს გადავხედე შევავლე თვალი,
მინდა გამოვფხიზლდე, მაგრამ არა ვარ მთვრალი,
სიომ ნაზად დაუბერა არ მომცა სალამი,
წერას აგრძელებს ისევ მღვრიე კალამი.

ჰორიზონტს გავცქერი მოსჩანს ის გოგონა,
რომელიც ყოველთვის მე ჩემი მეგონა,
არ დავაფასე დავკარგე, მხოლოდ ჩემი ბრალია,
ამ ლექსის წერა დაკარგული სიყვარულის კვალია.

ის ყველაზე უმანკო, პატარა არსება იყო,
გრძნობა და სიყვარული მან მე გამიყო,
უბადრუკმა მივატოვე მე მას დავცინე,
როცა ნამდვილი სიყვარული ჩემგან დავძინე.

ჩემი ყურადღება წუხილმა, შფოთვამ მიიპყრო,
ცეცხლი გაჩენილა ირგვლივ მდელო დაიპყრო,
ამის შემყურე მემართება მეც არითმია,
ჩემი ძუნწი სიცოცხლე მისთვის დამითმია.

მინდა გამეღვიძოს მაგრამ არ მძინავს,
ასე ემართება ბილწს, ყველა დამცინავს,
ახლა ვიგემე სიმწარე წვის და ტკივილის,
ასე მესმოდა ხმა მეც განწირული მისი კივილის.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά