როცა ვიყავი მე ბავშვი
33, Tbilisi, Γεωργία

მე ვარ კეთილი მოზარდი ბიჭი,
ამიტომ სიცოცხლე ძალიან მიჭირს,
ვერ ვუძლებ ცხოვრების კანონებს,
წარსული ჯოჯოხეთს მაგონებს.

არ ვიცი როდემდე დავიცდი,
ყველაფერს გულით განვიცდი,
ძნელია პრობლემის ატანა,
მიმძიმს მე თავის გატანა.

შემძულდა რთული სიცოცხლე,
ან განა რამდენი ვიცოცხლე,
ღმერთი მოწყალეა ვიცი,
ამიტომ დავდე მეც ფიცი.

მე ჩემს პირობას ვიცავ,
ღმერთის წინაშე ვფიცავ,
რომ შემეცვლება ფიქრები
და მუდამ ღმერთთან ვიქნები.

ძველი ცხოვრება დავასრულე,
პირობაც ნათლად ავასრულე,
გავიზარდე შევსრულდი 20 წლის,
ვეღარაფერი ვერ შემცვლის.

ვზივარ ვიხსენებ იმ წამებს,
ბევრჯერ ტირილში ნაწამებს,
თვითმარქვიას რომ მარქმევდნენ,
სიცოცხლის წესებს მართმევდნენ.

ახლა ცხოვრებაში ვარ ჩართული,
სიცოცხლის წამებში გართული,
გადავლახე ის წლები ბნელი,
რომ მძულდა ყოველი ძნელი.

ცხოვრება მართლა არაა ადვილი,
დავინახოთ მხოლოდ ნამდვილი,
ცუდზე ფიქრები ამოგვივა
და ყველაფერი გამოგვივა.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά