უკანასკნელი წერილი
33, Tbilisi, Γεωργία

წყვილი ღამის კინოსეანსიდან სახლში ბრუნდებოდა.

ბიჭი ავტომობილს ღრმად ჩაფიქრებული მართავდა და რაღაც ავისმომასწავლებელი მდუმარება იყო ჩამოვარდნილი შეყვარებულთა შორის.
ბიჭი ფიქრობდა და ვერაფრით აეხსნა საყვარელი გოგონას ის უჩვეულო მოქმედებები, რომელთაც იგი ბოლო ხანებში ბიჭთან ურთიერთობისას ამჟღავნებდა.

ჩაფიქრებული ბიჭი გოგონას მიერ მოულოდნელად დარღვეულმა მდუმარებამ გამოარკვია.

- გთხოვ, გააჩრე ავტომობილი, შენთან საუბარი მსურს.

- ვიდრე რაიმეს მეტყოდე, გთხოს ეს წერილი აიღე და დამპირდი, რომ როცა სახლში მიხვალ, მაშინ წაიკითავ - უთხრა ბიჭმა გოგონას და გაუღიმა. რაღაც ღრმა, დამაფიქრებელი და სევდიანი შეიმჩნეოდა მის ღიმილში.

გოგონამ გამოართა წერილი და მოსასხამის ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კი ბიჭს გაუმხილა, რომ აღარ უყვარდა და რომ ისინი ამ ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებდნენ.

ამ დროს ქუჩაზე სადაც მათი ავტომობილი იყო გაჩერებული სწრაფად მოძღავმა ავტომობილმა ჩამოიქროლა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა და მათ ავტომობილს დაეჯახა.

ბიჭი იქვე დაიღუპა, გოგონა კი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. იგი დიდხანს იწვა საავადმყოფოში უგონოდ და როდესაც გონს მოვიდა მაშინვე თავისი მოსასხამი მოითხოვა.

მოსასხამის ჯიბეში კვლავ იდეო ბიჭის მიერ დატოვებული წერილი, რომელშიც ეწერა...


შენს გარეშე წამითაც ვერ გავძლებ

 
Σχόλια
tevchoevcho 07.12.2011

ra sashinelebaaa :((

kineza kineza 29.12.2011

kii ))

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά