როგორც მოხვედი წუხელ ღამისას
33, Tbilisi, Γεωργία

როგორც მოხვედი წუხელ ღამისას,
მოჰყევი ჩუმად უნაზეს ფიფქებს,
ახლა მიჰყვები შუქსა მთვარისას,
მიდიხარ მართმევ დარჩენილ ფიქრებს.

მთვარე მზეს ნაზად ეხუტებოდა,
მაშინ როდესაც ვიყავით ერთად,
სიზმარი ზღაპრად მეხატებოდა,
შენ კი გაქციე საფიცარ ღმერთად.

ძლიერ მიყვარდი ჩემო პატარა,
რატომ წახვედი რად მიმატოვე,
ამ სიყვარულმა ყველგან გატარა,
და მაინც კენტად განმამარტოვე.

ტაძარში ხატის წინ ავანთებ სანთელს,
მუხლებს მოვიყრი ვილოცებ შენზე,
ღმერთს შევავედრებ მომავალს ნათელს,
და მოვუყვები სიყვარულს ჩვენზე.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά