მათხოვარი
33, Tbilisi, Γεωργία

მინდა აღმოვხვრა გულიდან სევდა,
ზამთარში ძლიერად ხელებს რომ მხვევდა,
მოვსპო ჩავაქრო შიში და ელდა,
ბავშვობიდანვე რომელიც მსდევდა.

მინდა შემეძლოს თამამად ავდგე,
შავბნელ სიცოცხლეში მკვდრეთიდან აღვსდგე,
სხვებისგან მუდამ განზე არ გავდგე,
ისევ ვილოცებ რომ ფეხზე დავდგე.

მინდა სითბო და ნუგეში მქონდეს,
კმარა შეწყვიტოს ქარი არ ქროდეს,
ღმერთო გთხოვ ოცნება ამიხდეს ოდეს,
სხვა ვერ მიშველის მე ვერასოდეს.

დილა გათენდეს ვნახო რომ ცაში,
აღარ გავყვები ღრუბლებს ლომკაში,
ბოროტი ეშმაკების გარემოცვაში,
ღამეს ვათენებ თეთრად ლოცვაში.

ულუკმაპურო მშიერმწყურვალი,
ვერ მათბობს ვერა მე თბილი წყალი,
ქუჩაში ვდგევარ მტკივა სულ ძვალი,
აღარ მწვავს არა მხურვალე ალი.

მინდა შევთხოვო მაღალ მაცხოვარს,
აღარ ვიცვლიდე სხვების ნაძმობარს,
აღარ ვიცვამდე ყველას ნათხოვარს,
აღარ მეძახდნენ ისევ მათხოვარს.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά