ფიქრი...
50, Tbilisi, Γεωργία

ფიქრი ფიქრად დარჩეს...

ვეღარ გადამარჩენს,

მორჩა ნაფიქრალი თავნება.

წლები დავითვალე...

ნუთუ დავიღალე...

ნუთუ ყველაფერი თავდება...

რჩება სინანული,

სულში მიმალული...

წლები ნეტავ საით წამიყვანს...

ცრემლი დავატანო

და ქარს გავატანო?...

არა, გავიწყება არ მიყვარს...

მე სულ აქ ვიქნები...

ლექსში ავინთები...

ლექსად მოვალ როცა მინატრებ,

მე ხომ ის ვიყავი

ცა რომ გაგიყავი...

ახლა დარჩენილსაც გინათებ...

წლები გამაცალა

ფიქრი არ მაცალა...

მოდის და წამებსაც არ მარჩენს...

მაინც აქ დავრჩები...

ლექსში გადავრჩები...

ლექსად მოგიყვები დანარჩენს.

 
Σχόλια
nino 26.12.2010

gaixare chemo kargo

nino 25.12.2010

:-)

agni121 25.12.2010

წლები ნეტავ საით წამიყვანს...

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά