იციი?...
50, Tbilisi, Γεωργία

იცი მარტოობამ როგორ გადამღალა?არა არაფერი არ იცი...

იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...

იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...

იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.

იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები მონატრებულნი თრთიან...

იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!

იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში გარეთ...

იცი ჩემს სიყვარულს და მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!

იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა? არა არაფერიც არ იცი...

იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი...

იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!

ისე მეჯავრები, თან ისე მიყვარხარ... 

არა არაფერიც არ იცი.


 

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά