მელაპარაკე
50, Tbilisi, Γεωργία

მელაპარაკე:

დრო და მანძილი, ხომ არ არსებობს

სიყვარულისთვის...

სიჩუმეს ვიღებ, როგორც სამძიმარს

და მეშინია ჩემი გულისთქმის...

მელაპარაკე: რომ ისევ ერთად

ვიქნებით დღესაც, ხვალაც...მუდამაც,

რომ შეისმინა მაღალმა ღმერთმა,

ჩვენი ლოცვები,ჩვენი მუდარა...

მელაპარაკე:

რომ ჩემთან გინდა

და გეშინია მარტო დარჩენის...

მელაპარაკე:

თუ როგორ წვიმდა,

წვიმისგან ცრემლებს როგორ არჩევდი...

მელაპარაკე:

დრო და მანძილი

გულში ტკივილებს როგორ ალაგებს...

რადგან ძილშიაც ვიღებ სამძიმარს,

სიზმრებში მაინც მელაპარაკე.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά