გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.
42, Tbilisi, Γεωργία

გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.


გიფიქრიაოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაცგანსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.
შენიუძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
თუშენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რიმელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს ჭირდება და რმელნიც გთრგუნავენ შენ, გასხოვდეს - ეს ჩემგან იყო.
მევარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, ეომელიც მე მიგიჩინე.
შენშენ არ მთხოვდი მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნიმხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.
გაჭირვებაშიხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის - ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგილებასა და დანაპირებში. მე არ დავუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი - არ გწამდა შენ ღმერთისო!
ღამ-ღამობითგანიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო.
მე ვარკაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.
მოტყუვდიშენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი , ეს სიმეარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რიმ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში.
ცილიდაგწამა ვინმემ? მომანდე ეს საქმე და მომეტმასნე მე, შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე "ენის ყივილისაგან". თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს ხოლო სენი სამართლიანობა დაემსგავსება შუადღეს.
დაინგრაშენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე?გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. შე აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო წარვმართო შენი ცხოვრება, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.

იგემემოულოდნელად ყოფოთი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? - ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა რომ შენი გული სა დული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.

დიდიხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში ვარდები? იცოდე - ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი სენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ აავალე მათი მფარველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს?
მოგიხილამძიმე ავადმყოფობამ - დროებითმა ან უკურნებელმა - და შენ აღმოცნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე - ეს ჩემგან იყო. რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, არამეს უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ.
ოცნებობდიჩემთვის განსაკუთრებული საქმე აგესრულებინა და ამის ნაცვლად სარეცელზე მიკრული აღმოჩნდი? - იცოდე, ეს ჩემგან იყო. წარმატებებისას შენ ჩაძირული იყავი შენს საქმეებში და მე არ შემეზლო მომექცია შენი ფიქრები ჩემსკენ. მე მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ ვერაფერში ენდობი საკუთარ თავს.
ჩემისაუკეთესო თანამებრძოლები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისაგან, რათა ისწავლონ ფლობა იარაღისა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვა ჰქვია.
მოწვეულიხარ, უეცრად დაიკავო მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობა? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებსმ, რადგან მათთვის გაკურთხა შენ უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაგიკეთებია შენი ხელებით.
ამ დღესგაძლევ ხელში ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე თავისუფლად შვილო ჩემო! ყოველი წარმოქმნილი დაპრკოლება, ყოველი შენი შეურაწყოფა სიტყვით, ყოველი მარცხი შენს სამსახურში, რომელიც გამოიწვევს შენში გულისწყვეტას, ყოველი აღიარება, შენი უძლურებისა და უუნარობისა, იყოს ცხებული ამ მირონით.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველისაწრეტელი შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შეს გულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს:
ეს ჩემგან იყო!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά