ლომმა რატომ მოიწყინა?
52, Augsburg, Γερμανία

კუთხეში ზის მოწყენილი,
ხმას არ იღებს, რა სჭირს, ნეტავ?
მაგრამ, აბა, რა აწუხებს –
ლომს კითხვას ვინ გაუბედავს?!

ცხოველები თავს ბუნაგებს
და სოროებს აფარებენ.
გარეთ ჩუმად დადიან და
თვალს ლომისკენ აპარებენ.

– ლომმა რატომ მოიწყინა,
ვიცი, – ამბობს თუთიყუში,
გამოფრინდა ეზოში და
ჩასჩურჩულებს ბავშვებს ყურში:

ორი დღეა, რაც არავინ
არ უვარცხნის ლამაზ ფაფარს,
არც ძილის წინ ეფერება,
არც უყვება ლამაზ ზღაპარს.

ჰოდა, რადგან ლომი არის,
განა მუდამ მრისხანეა...
მასაც სითბო ენატრება,
მოფერება უხარია.

 
Σχόλια
galaxyca 05.11.2010

ძალიან კარგია...
მიყვარს:))))

antje antje 06.11.2010

ჰოდა, რადგან ლომი არის,
განა მუდამ მრისხანეა... :))

irma-kusa 05.11.2010

ჰოდა, რადგან ლომი არის,
განა მუდამ მრისხანეა...
მასაც სითბო ენატრება,
მოფერება უხარია.

antje antje 06.11.2010

კუთხეში ზის მოწყენილი :(

მასაც სითბო ენატრება...

antje 05.11.2010

sabavshvo leqsebi ar giyvart?

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά