wvimis wvetebi da ocnebaa,,,,
39, Kobuleti, Γεωργία

როცა დილით ვდგები და ჰაერში უჩვეულოდ თბილი სუნია ე.ი. აუცილებლად მოწვიმს…

ალბათ არ შეგიმჩნევიათ… არადა მართლა ესეა..
იცით რომ ყველაფერს თავისი სუნი აქვს?! თქვენთან არ ვიცი და ჩემს ფერებიან სამყაროში ესეა… ყველაფერი თავისი სუნით და ფერით. მაგრამ წვიმა უფეროა, სამაგიეროდ სუნი აქვს ძალიან თბილი. სულ მიკვირდა წვიმა და თბილი სუნი, ცივია და დილით მათბობს… რატომ?!
სულ არ მიყვარდა წვიმა, როცა წვიმაა მზე არ ანათებს. მზე რომ არ ანათებს ჩემს სახურავზე ვერ ავდივარ და მარტო ვარ… არ მიყვარდა წვიმა… მაგრამ ყოველთვის მიყვარდა იი ის ტკბილი სუნი წვიმის წინ რომ იცის ხოლმე…
მე მზე მიყვარს დიიდი და თბილი… საერთო… და კიდევ გაზაფხული… ჩემი გაზაფხული, რომ
იცოდეთ როგორი მოლოდინებით სავსეა… გაზაფხული და მზე.. დიიდი მზე…

ეხლა…ზამთარი იყო., ცივი ზამთარი...გაზაფხულს ახალი სითბო მოაქვს… კეთილი და ნათელი ფერები… ზამთარშიც სულ გაზაფხული მიყვარს…
ხეები ისევ მწვანეა… იებიც ამოვიდ... სულ მოუთქმენლად ველოდებოდი ჰაერში იმ წვიმის სუნს, ეგ ჩემი მერცხალია, გაზაფხულის მაცნე მერცხალი… მერე მოწვიმა.. აი ისე სუნიანად…
და როცა დაღამდა მთვარე ამოვიდა… გაზაფხულის მთვარე… და ბევრი ვარსკვლავი.. მე გაზაფხულის ღამეც მიყვარს… ნელ–ნელა რომ დიდდება და ნათდება… „ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და გაშტერებული“ (დუმბაძე.. მზიანი მწერალი)
და მოვიდ აგაზაფხული, ოღონდ წვიმიანი.. აღარ გამათბო იმ მზემ მთელი ზამთარი რომ ველოდებოდი… და მთვარე ვარჩიე, უფრო სწორად გაზაფხულის ღამე…
და როცა უკვე მეოთხე ღამეს ვათევდი წვიმიან მთვარესთან ერთად, წვიმის წვეთებმა მიტოვებული მზის სუნი მომიტანეს… და მომენატრა ჩემი მზე… ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი…
მერე გათენდა და აღარ მოწვიმა… ის ტკბილი სუნი ისევ იყო… მაგრამ უკვე მზიანი სუნი… და გამახსენდა ეს გაზაფხული ჩემი იყო, იმიტომ რომ გაზაფხულზე კაკტუსმა ეკლები უნდა გამოიცვალოს…. გაზაფხულის მზეს უკვე მოვუყევი… ისიც ვუთხარი „დედამიწას სიყვარული რომ ატრიალებს“ და სითბოც გამოვატანე გაყინული ხელების გასათბობად… მოვა.. აუცილებლად მოვა თქვენამდეც… უბრალოდ თქვენც ჩემსავით უნდა შეიყვაროთ გაზაფხული და გულში პატარა სიყვარულის კაკტუსიც უნდა დარგოთ.. მერე მზეც იქნება, გზაფხულიც, და ის გაყინული ხელის გაგითბებათ გულზე რომ არაფერი ვთქვათ…...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά