დანიელ ვან ბუიტენი იხსენებს:
110, Santa Elisabetta, Ιταλία

„2009 წლის გაზაფხული იყო, ბელგიაში ვიმყოფებოდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან მამაჩემს ინსულტმა დაარტყა. რამდენიმე დღე მამასთან ვიყავი, ნერვიულობაში აღარც ვიცოდი, როგორ ითამაშა ბუნდესლიგაზე ბაიერნმა ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ. საღამოს მამაჩემს ვკითხე:
„მამა, გინდა რაიმე სპორტულ გადაცემას ვუყუროთ?“ მას წესიერად პასუხის გაცემა არ შეეძლო და თავი დამიქნია. ტელევიზორი ჩავრთე და სწორედ ამ დროს ჩვენი თამაში გადიოდა, ფრანკმა გოლი გაიტანა და განსაკუთრებულად აღნიშნა: ხელის გული გაშალა და მასზე 5-იანი ეწერა - ბაიერნში ჩემი მაისურის ნომერი. ავადმყოფობის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მამამ საერთოდ შეხედა ტელევიზორს. გაიღიმა და შემომხედა. მე კი ვუთხარი: „მამა, ეს ჩემი მაისურის ნომერია, ეს გოლი ფრანკმა შენთვის გაიტანა.“ ისევ შემომხედა და შევნიშნე, როგორ აუცრემლდა თვალები. მეც ცრემლები მომადგა. საოცარი მომენტი იყო. შემდეგ მოვუყევი რიბერის, როგორ აგვატირა თავისი საქციელით. ეს საოცრად დიდებული ადამიანური ჟესტი იყო. არასოდეს დამავიწყდება.“


 
Σχόλια
tagana22 16.05.2014

riberi pirovneba xarrr :))

ladd 18.05.2014

კაკას ისტორია საერთოდ სასწაულია!!!!!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά