10 ფაქტი, რომელთა ახსნაც მეცნიერებას არ შეუძლია
110, Santa Elisabetta, Ιταλία

10.სიგნალი wow

1977 წლის 15 აგვისტოს ჯერი ეიმანმა (Jerry Ehman) კოსმოსიდან რადიოსიგნალი მიიღო, რომლის წარმოშობასაც ყველა პოტენციურად არც “არამიწიერად”, არც “არამზიურად” თვლიდნენ. განცვიფრებული იმით, თუ რამდენად აშკარად შეესაბამებოდა სიგნალი კოსმოსური სიგნალის სავარაუდო ნიშნულს, ეიმანმა იგი კომპიუტერულ ამონაბეჭდზე შემოხაზა და კომენტარი: “ვაუ!” მიუწერა. სწორედ ეიმანის ეს გამონათქვამი გახდა სიგნალის დასახელება.

9.ხომალდების Pioneer 10 და 11 უცნაური გაფრენა

კოსმოსურმა სამეცნიერო-კვლევითმა სადგურებმა Pioneer 10 და 11 (გაეშვა 1972 და 1973 წწ.) დიდი ხნის წინათ დაასრლეს მზის სისტემაში ფრენა, თუმცა მეცნიერები აქამდე უთმობენ მათ განსაკუთრებულ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ Pioneer 11 დაიკარგა, ორივე სამეცნიერო-კვლევითმა სადგურმა გაუთვალისწინებლად (და გაუგებრად თუ რატომ) ფრენის მიმართულება შეიცვალეს. თუმცა, გამოცანა ამით არ მთავრდება: როგორც ჩანს, ორივე ხომალდი ერთი და იგივე მიმართულებით გაფრინდა.

გაოგნებულ მეცნიერებს უამრავი ვარაუდი ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით: კომპიუტერული შეცდომები, მზის ქარები, საწვავის გაჟონვა. თუმცა ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის დონეზე დარჩა და ვერაფერი დამტკიცდა.

8.ქალის ორგაზმი

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ქალის ორგაზმი – რუდიმენტული ცნებაა, ანუ მას არა აქვს არანაირი აშკარა ევოლუციური ფუნქცია. მათი აზრით, ქალის ორგაზმი არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რომ განაყოფიერების შანსები გაიზარდოს. სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელთა აზრი მცდარია, რადგანაც მხედველობაში არ იყო მიღებული ქალის ორგაზმის ფსიქოსოციალური ასპექტები.

7.ბნელი მატერია

ფიზიკოსების უმეტესობა ოდესღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამყაროს გაფართოება თანდათანობით მცირდებოდა. მაგრამ, 1998 წელს აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, ჩვენი სამყარო გაფართოებას განაგრძობს. ამის ახსნა შეიძლება იყოს მოვლენა სახელად ბნელი ენერგია, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი სამყაროს სამ მეოთხედს შეადგენს.

საერთო მოსაზრების თანახმად, ბნელი ენერგია იშვიათად ვრცელდება, ხოლო სხვა ობიექტებთან გრავიტაციით ურთიერთქმედებს. ბნელ ენერგიას უარყოფითი წნევა აქვს, რომლის გამო ის სამყაროს ხლეჩს. სწორედ ეს ხსნის სამყაროს მუდმივ გაფართოებას.

6.სინათლის სიჩქარე

ეინშტეინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, არაფერია სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი. მეცნიერებს შეუძლებლის გაკეთება მოუწიათ, და მათ ეს გამოუვიდათ. 2000 წელსპრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მცირე აირისმაგვარი ცეზიუმით მიღებულ ორთქლში ლაზერული იმპულსი გაუშვეს. მკვლევარებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს: ლაზერული იმპულსი მარჯვენა სივრცეში უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა, ვიდრე სინათლე.

5.პლაცებოს ეფექტი

პლაცებო – არის აბი ან სამედიცინო პრეპარატი, რომელიც არსებითად წამალია, მაგრამ სინამდვილეში რაიმე სახის აქტიურ ინგრედიენტს არ შეიცავს, ამიტომ ადამიანზე არანაირი ზემოქმედება არ გააჩნია. ამ უცნაურ ფენომენს პლაცებოს ეფექტი ჰქვია. ის თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ფსიქიკა ჯანმრთელობაზე, აქამდე გაურკვეველია მეცნიერებისთვის, მაგრამ ისინი ამაზე ბეჯითად მუშაობენ, და შეიძლება მალე საიდუმლოს ფარდა აეხადოს.

4.ცივი ბირთვული სინთეზი

როდესაც ატომები საკმარისი ძალით ეჯახებიან ერთმანეთს, ისინი შეიძლება გაერთიანდნენ. ამ შერწყმასთან ერთადუზარმაზარი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. ყველანაირი სამეცნიერო თეორია გვიმტკიცებს იმას, რომ ასეთი რამ მხოლოდ წარმოუდგენლად ძლიერი ენერგეტიკის გარემოში შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მზის ბირთვში.

თუმცა, მეცნიერულმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მსგავსი რამის მიღწევა რეალურ გარემოშიც შეიძლება. თუ კი თქვენ წყალში (რომელშიც დეიტერიუმი და მძიმე წყალბადია) მყოფი პალადიუმის ელექტროდებს შორის ელექტროობას გაატარებთ, წარმოუდგენელი ფენომენი თქვენს თვალწინ მოხდება.

3.მთქნარება

მთქნარებას ჩვეულებრივ დაღლილობისა და ნაღველის ნიშნად მიიჩნევენ, თუმცა არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანი არა მარტო მაშინ ამთქნარებს როდესაც მოწყენილია ან ეძინება. ანაერობული ათლეტები, ისეთები როგორიც არიან შტანგისტები ან სპრინტერები ხშირად ამჩნევენ, რომ ძალიან აქტიური ვარჯიშებისა და შეჯიბრისას ამთქნარებენ. მთქნარება ყველაფერთან ერთად აუხსნელად “გადამდებია”: თუ კი თქვენს გვერდით ვინმე ამთქნარებს, თქვენს აუცილებლად მოგინდებათ იგივეს გაკეთება.

მთქნარების ერთ-ერთ ჰოპოთეტურ ფუნქციად ნახშირორჟანგის გაზის დაგროვებაა. თუმცა ეს ვერ ხსნის მთქნარების ყველა ასპექტს: მაგალითად, იმას, რატომ არის იგი ასე გადამდები.

2.ბნელი მატერია

ყველა საგანი სხვა საგნებს იზიდავს, და რაც მეტი ობიექტის მიზიდვა შეუძლია ამა თუ იმ ობიექტს, მით უფრო მეტია მისი მიზიდულობის ძალა. ყველაფერი საკმაოდ მარტივია. თუმცა, გრავიტაციის ცნების თანამედროვე გაგება ვერ გვაძლევს იმის ახსნას, თუ რატომ გადაადგილდებიან სამყაროში ხილული საგნები თავისუფლად.

იმისათვის, რომ მოცემული პრობლემა გადაიჭრას, თანამედროვე ფიზიკოსებმა განსაკუთრებული ჰიპოთეტური სუბსტანცია გააკეთეს – ბნელი მატერია. ბნელი მატერიის არსებობის განსაზღვრა მხოლოდ მისი გრავიტაციული ზემოქმედებითაა შესაძლებელი, რომელსაც იგი უფრო მსხვილ საგნებზე ახდენს. ითვლება, რომ ბნელი მატერია სამყაროს წონის უმეტეს ნაწილს შეადგენს.

1.რა იყო მანამდე და რა იქნება მერე

არსებობს დიდი რაოდენობით თეორია, რომლებიც აღწერენ იმას, თუ რა მოხდება თუ კი ბოლოს და ბოლოს სამყაროს აღსასრული დადგება. მაგრამ ამას გარდა, ჩვენი სამყაროს წარმოშობის უამრავი განსხვავებული ჰიპოთეზაც არის. ამ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი კვანტური მექანიკის სპეციალისტი იყო რათა თქვა, რომ ნებისმიერი ეს თეორია შეუძლებელია სიმართლეზე შემოწმდეს.

ზოგიერთ კითხვაზე უბრალოდ შეუძლებელია პასუხის გაცემა. სად მოხვდება ადამიანი სიკვდილის შემდგომ? რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვები კიდევ დიდხანს არ მოასვენებს კაცობრიობის ცნობიერებას.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά