14.03.2010
qali
44, Modena, Ιταλία

ინგლისელმა ქალმა მაღალი კისერი მოიღერა და მითხრა: სიყვარული ნაზი ყვავილია და მის შესანახად ოქროს ჭურჭელია საჭირო.
თმახუჭუჭა ლამაზმა,ცქრიალა ფრანგმა ქალმა თვალი კეკლუცად გადმომიტყორცნადა კოხტად მომიგო: სიყვარული მცენარეა, რომელსაც ხასიათი ზრდისო.
აი რა მითხრა ზღაპრით დამთვრალმა გერმანელმა ქალმა: სიყვარული მხოლოდ სულიერი მღელვარების დროს ჰყვავისო.
იტალიელმა ქალმა მსხვილი,ვნებიანი ტუჩები გახლიჩა და წამოიძახა: სიყვარულს მხოლოდ სილამაზე ახანგრძლივებსო.
ესპანელმა ქალმა განიერი მკერდი გაისწორა, შავი თვალები დააბრიალა და ჩაილაპარაკა: სიყვარულს მხოლოდ კოცნა ასულდგმულებსო
დარბაისელმა რუსმა ქალმა განიერ მუხლზე გადაისვა ხელი და ჩამჩურჩულა: სიყვარულო..ჩუ..ჩუმად თორემ იგი ამითაც დაშავდებაო
ქართველი ქალისთვის მინდოდა მეკითხა,თუ რას ფიქრობდა იგი სიყვარულისშესახებ,მაგრამ გაწითლდა და მითხრა: უკაცრავად სიყვარულზე ღიად ლაპარაკსჩვეული არ ვარო.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά