28.04.2014
***
46, Tbilisi, Γεωργία

”არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”
“არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება... ქალი...

კარგია, როცა ტელესკოპებით
აკვირდებიან უცნაურ არხებს...
მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა
კაბის ბოლოების ნიავი არხევს...

ღვთისმშობლის მადლი... თამარის სახე...
ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის...
ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე
ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს...

თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს
არ უკვლევიათ ამაოების
მარადიული მარშრუტი მარსზე...

...ბეჭედი უცხო...კამეა ლურჯი...
საყურე გიშრის... საყურე – ლალი...
– სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,
როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი!
ტარიელ ჭანტურია

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά