როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია
34, Tbilisi, Γεωργία

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე
ქარებს აჰყოლია,
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონია,
ისე გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
არ გახსოვარ ალბათ, არ გახსოვარ ალბათ
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია,
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია,
მაგრამ გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
მე არ ვიცი რატომ, არც შენ იცი რათა
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგყოლია,
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან
ჩემო მაგნოლია!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά