საიდანღაც მეცნობოდა ქალი
34, Tbilisi, Γεωργία

"საიდანღაც მეცნობოდა ქალი

წამწამებთან დაცემული ჩრდილით,

მისი მზერის დეჟავიუს განცდა.

დეკოლტესთან უადგილო ღილი.

სილუეტის სიმსუბუქე ტანის,

საღ აზრებს რომ ვნებისაგან აშლის.

უცნაური განცდა მქონდა, თითქოს,

ღამე მასთან დავბრუნდები სახლში..

ჩემს ბავშვობას მახსენებდა ბავშვი,

კულულებად ჩამოშლილი თმებით,

ჩემნაირი ციცქნა ხალით ღაწვთან,

ისიც, იმ ქალს მოყვებოდა გვერდით.

სრულყოფისთვის, სხვა არა და ისე,

ფრთები აკლდა, ასე ვფიქრობ, მხოლოდ.

იქნებოდა - წლოვანებით ოთხის,

ალბათ ზუსტად მაშინ გნახე ბოლოს...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά