დიდი ხნის მერე
34, Tbilisi, Γεωργία

დიდი ხნის მერე მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,

გადაეცალა თითქოს წარსულს ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა "მახსოვხარ"- ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა "მიყვარხარ"- ეს იქნება ძალიან ბევრი...

გაბზარულ ყავარს ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,
მადლობა ზეცას, მითანაგრძნო ამჯერად ურვით,
რა დაერქმევა მონატრებას შორეულ ბედის,
ანდა ხსოვნაში ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.

და ძველ ჭრილობებს დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,
არ ილეწება თუმც ყოველი ჟამთასვლის კევრით,
რომ ვთქვა "მახსოვხარ" - ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა "მიყვარხარ" - ეს იქნება ძალიან ბევრი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά