NINI ODISHELIDZESS
34, Tbilisi, Γεωργία

ჩუმად ლივლივებს უცხო ნიავი

და ის მსგავსია ჩემი ოცნების.
შუა ღამეა, - უკვე გვიანი
და არ მასვენებს აზრი ცხოვრების.

ძველი ოთახის კედლებს შევყურებ,
ფანჯრიდან მიმზერს მთვარე მოწყენით.
დადუმებულა თბილისის ყურე,
ჩემს ნაამბობზე ახლა მომყევით.

სული მევსება თეთრი სიმშვიდით
და ანგელოზი თავი მგონია.
ზეცას შევყურებ კრძალვით და რიდით,
ესეთი გრძნობა ადრეც მქონია.

არ მინდა სხვა რამ და ეს წამები
მე საუკუნო ფრთები მგონია.
გულში იღება უცხო კარები
და ეს მიწისგან უფრო შორია.

თვლემს თითქოს გარეთ დინჯი ზამთარი
და მშვიდად ელის მარტის შემოსვლას.
მსურს ახლა იდგეს ჩემს წინ შანდალი
და კვლავ ველოდო ქალწულის მოსვლას.

თეთრი ბაღები თოვლით ინთება
და ვარსკვლავები ცაში ღვიოვიან.
და მე გაფრენა ისე მინდება
ცრემლის წვეთები თვალში მივლიან.

შენ მეგობარო ვიცი არ გესმის,
თითქოს ოცდები ჩემი სურვილით.
რა ვქნა, რომ ცის ხმა მუდამ ჩამესმის, -
დიდი მაქვს მასთან წასვლის წყურვილი.

ჩუმად ლივლივებს უცხო ნიავი
და ის მსგავსია ჩემი ოცნების.
შუა ღამეა - უკვე გვიანო
და არ მასვენებს აზრი ცხოვრების

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά