ra aris siyvaruli
41, Tbilisi, Γεωργία

რა არის სიყვარული? ეს არის მარადიული კითხვა,თუმცა მასზე კონკრეტული პასუხი არავის აქვს...პირველ რიგში დავკონკრეტდეთ : სიყვარულის რამდენიმე სახე არსებობს : 1)ნათესავური (რომელშიც შედის დედა-შვილური,და-ძმური და ზოგადად ახლობლების სიყვარული)
2)ეს არის უფლის სიყვარული
3)მეგობრული
4) ქალისა და მამაკაცის....
დღეს მე გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე ვისაუბრებ ) დავიწყოთ თავიდან,გრძნობა ჩნდება ვიზუალური სიმპატიიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა,რომ ხშირად გაიგონებთ მსგავს ფრაზებს ,,მთავარი გარეგნობა კიარა სულია'', ,,რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს''' და ა.შ არავის არ უნდა გვერდით კვაზიმოდო ყავდეს ) რატომ? პასუხი მარტვია: ჩვენ ხომ სნობებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც შენი შინაგანი თვისებები მეასე ხარისხოვანია და მთავარი ,,ზმანი'' და ,,კაი ვიდია'' . რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ჩვენ ზუსტად ასეთი ადამიანების გავლენის ქვეშ ვართ და შეიძლება უნებლიედ ,მაგრამ მაინც ვითვალისწინებთ მათ აზრს ). ჩემი აზრით სიყვარული არის გრძნობა,რომელიც ჩნდება ურთიერთგაგების,ნდობის და მიჩვევის შედეგად. როცა ვიღაცასთან გაქვს საერთო ინტერესები,მოგწონს მისი ხასიათი,მსჯელობა,ზოგადად მსოფმხედველობა და ეჩვევი მასთან ურთიერთობას გიჩნდება სიმპატია,რომელიც როგორც წესი სიყვარულში გადიზრდება ხოლმე )
იმედია არ გამკიცხავთ,ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია...სიამოვნებით გავეცნობი თქვენს ჰიპოთეზებს ))

 
Σχόλια
aMIRZAde 21.11.2011

ჩემი აზრით სიყვარული არის გრძნობა,რომელიც ჩნდება ურთიერთგაგების,ნდობის და მიჩვევის შედეგად. როცა ვიღაცასთან გაქვს საერთო ინტერესები,მოგწონს მისი ხასიათი,მსჯელობა,ზოგადად მსოფმხედველობა და ეჩვევი მასთან ურთიერთობას გიჩნდება სიმპატია,რომელიც როგორც წესი სიყვარულში გადიზრდება ხოლმე )


ვერ გავიგე, ზემოთ წერია რომ, სიყვარული ესა და ეს არისო და მერე კიდევ ესა და ეს სიყვარულში როგორ გადაიზრდება?

tam5552 tam5552 21.11.2011

siyvarli gadaizrdeba mashin roca simpatia gaqvs vinmesi da xdeba urtiertgageba ndoba da michveva.imedia exa mainc gaieb :P

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά