მ   ა   ღ   ლ   ი   ვ   ი
33, Tbilisi, Γεωργία

რ ალამაზია მაღლივი ჯიქიას ქუჩის მშვენება

ჯოჯოხეთიც რომ მის მერე სამოთხედ მოგეჩვენება,

შიგ შენი ფეხით შესვლ აიქიდან გამოსვენება.

რა ლამაზია მაღლივი შენც კარგად მოგეხსენება,

მაღლივში წერა გამოცდის მანამდე ღამეთ თენება,

ამ გამოცდების მომგონის მრავალ კონტექსტში ხსენება,

თუ დაწერ - კრედიტს აიღებ, არ დაწერ - შეგეტენება.

რა ლამაზია მაღლივი ჩვენი მზეა და მთვარეო,

ვისთვის შაქარზე ტკბილი და ვისთვის პილპილზე მწარეო,

ვინ მოთვლის მე აქ რამდენი ოფლი და ცრემლი ვღვარეო.

რა ლამაზი ხარ მაღლივო კემბრიჯსაც შეგადარეო,

ოქსფორდს და ჰარვარდს შენამდე ბევრი უკლიათ ბარეო,

ყველა სხვა სასწავლებელის თავზედაც გაიარეო.

რა ლამაზი ხარ მაღლივო თან რა სახელი გქვიანო,

ზამთარში საყინულეო, ახლა თაკარა მზიანო,

მოვრბივარ დილა-ბნელზედა ვინძლო არ დავიგვიანო.

მაღლივო შენი ზრახვები მე უნდა გავახმიანო,

გსურს გააგიჟო ჭკვიანი, გიჟი კი დააჭკვიანო,

ეგ საგამოცდო ფურცლები რა გვარად მიგველიანო,

როგორც არ უნდა ეცადონ მე მაინც ვერ ჩამჭრიანო.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά