20.01.2013
mxatvari
34, Tbilisi, Γεωργία

გონება შთანთქა გაცვეთილმა მოგონებებმა,

არ ფხიზლდებიან ნამთვრალევი ფანტაზიები,

სადღაც შორიდან, შემომემა ჩუმი ყვირილი,

ეს ის დუმილი მეძახოდა, ქარწაღებული…

გაკოტრებული ღამე მედგა გვერდში მეგობრად,

გაძარცვულ ქუჩას მივყვებოდით, მხოლოდ ჩვენ ორნი…

ამოიმართა დილის სხივი ჩვენთან საომრად,

ხელში კი შევრჩი, მე მხატვარი სპირტით სნეული…

უემოციოდ ვხატავდი დილას,

მზის მხურვალებაც მიშლიდა ნერვებს,

უკვე ასაკში, სიკვდილის პირას,

ცოდვით დაღლილი ვერ ვქმნიდი ფერებს…

ვაფერადებდი გარინდებულ სიცარიელეს,

როცა ტილოზე ამოხეთქა წითლად ვულკანმა…

ფერი ეცვალათ თეთრგვარდიელებს

და ჩაიღიმა კულისებში ბედმა, მურტალმა…

იმ ცივ ოთახში, სადაც დილით გვამი ხატავდა,

ღამე დაიწყო და უეცრად იქვე დამთავრდა…

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά