შენი ბაშვობა მუდამ შენია
32, Tbilisi, Γεωργία

ეჰ როგორ სწრაფად გავიდა წლები

დროს სულ არ უნდა ჩვენი დანდობა

სადღაც შორიდან ეულად გვიმზერს

ასე ნანატრი ჩვენი ბავშვობა


არ მენანება მისთვის ლექსები

და არ მეშლება მე მისთვის ხოტბა

დარაბებს მიღმა ვით გაზაფხული

ისე ბავშვობის ფიქრები მოვა


ბავშვობავ გკითხავ რად მიმატოვე

რატომ წახვედი ჩემგან ასე შორს

თავს ნუ მანატრებ ათასში ერთხელ

მომინახულე ასე გულით გთხოვ


ბავშვობა ისევ ჩუმად იცნის

და სიყვარულის თვალებით მიმზერს

მინდა შეგაქო კარგო ყმაწვილო

შენი შეკითხვა რომ არის სიბრძნე


ვიცი ძნელია ჩემი დათმობა

მაგრამ უბრალოდ წლებით გშორდები

მე ყოველ ღამით შენთან მოვდივარ

და თმაზე ჩუმად გეამბორები


არ დაიჯერო რომ მიგატოვებ

შენი ბავშვობა მუდამ შენია

ამაყად ვიტყვი არასდროს გტოვებ

არასდროს გტოვებ რადგან მრცხვენია


ამბობს ბავშვობა და ისევ ქრება

მეც აღარ ვღელავ უკვე ვჩერდები

დილის ნიავი აგრილებს სხეულს

ბავშვობა არ ჩანს მე კი ვბერდები

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά