chemi varskvlvi
34, Tbilisi, Γεωργία

galaktioniჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის, შენი ღიმილის შუქია გამათბობელი მარადის: ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი, დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი. და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარად ჟამს ვიბედნიერო, იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო. და რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალთ უეცრად მოეჩვენების, მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების.

 
Σχόλια
juditi 27.06.2009

კარგია,კარგი,ჯარისკაცო!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά