ქარი გაცმევდა დახეულ ნისლებს
და ვარსკვლავების მწიფე ალმასებს,
შენ გაზაფხული თან დაგყვებოდა
და თვალებს სჭრიდი თვით სილამაზეს.
ქუხილის ხმაზე იწყებდნენ ბოდვას,
ღრუბლები ღვრიდნენ ცრემლის ალაზნებს,
შენ გაზაფხული თან დაგყვებოდა
და გაღვიძებდა ზამთრით ნანაზებს.
ვით სიყვარულის ჩუმი გამხელა
გეკვირტებოდა მკერდი ჩამშრალი,
შენ დედამიწა გერქვა სახელად
და არა ქალი!
შენ გაზაფხული თან დაგყვებოდა
და გაღვიძებდა ზამთრით ნანაზებს.
შენ დედამიწა გერქვა სახელად
და არა ქალი!ara datitqos gvanan kidec ertmanets*)lamazi leqsia*)))
*ROSE* *ROSE* *YES*