როცა დილით ვდგები და ჰაერში უჩვეულოდ თბილი სუნია ე.ი. აუცილებლად მოწვიმს…
შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…
შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია
დედაშენი -
კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.
ფიქრთა გორაზე მოგონებამ გადაიარა,
გულის კარებში დიდმა სევდამ თავი იჩინა.
თუ სიყვარულის ქარიშხალი უკან ჩამორჩა
ბედს ვემდურებით? გვიანია დარდი გამოგვხრავს.
იმ ბილიკს გავყვეთ ჩვენ რომელიც უკვე მოვძებნეთ,
ის სიყვარული მოვიხმაროთ, რომელიც გვერგო,
დარჩენილ დღეთა სადღეგრძელო ყველამ დავლიოთ,
ლამაზი გრძნობის წმინდა სანთელი რომ მუდამ გვენთოს.
ნდა გაგაგიჟო… უნდა გადაგრიო,
როგორც არეული მარტი…
უნდა გაოცნებო ჩემზე დღე დაღამე,
უნდა მოგისიო დარდი…
მერე გიღალატო… მერე მიგატოვო…
მერე გაგამწარო ძალიან...
უნდა გათქმევინო: ჩემი გაგაგიჟება
შენი სიყვარულის ბრალია…
ეს, მხოლოდ მიტომ შენ რომ არდამასწრო,
შენ რომ არ დამტოვო მარტო…
ჩემო ტკივილო და ჩემო ბედისწერავ,
ჩემო უნუგეშო დარდო