მერფის კანონი მხიარული ფილოსოფიური პრინციპია, რომლის ფორმულირებაც შემდეგნაირადაა შესაძლებელი: „თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“ (Anything that can go wrong will go wrong).
კანონი მაიორი ედვარდ მერფის სახელს ატარებს, რომელიც 1949 წელს ა.შ.შ_ის სამხედრო საჰაერო ძალების ინჟინრად მსახურობდა. ის ამტკიცებდა: „თუკი არსებობს ორი გზა რაიმეს გასაკეთებლად და აქედან ერთერთს კატასტროფისკენ მივყავართ, მაშინ ვინმე აუცილებლად ამ გზას აირჩევს“.
უშუალოდ კანონი, რა თქმა უნდა, ედვარდ მერფის არ მოუფიქრებია. კაცობრიობამ მრავალი წლის წინ შეამჩნია ამ პრინციპის არსებობა. მერფის კანონი სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული ფორმით ვლინდება.
მერფის კანონის მაგალითები
მას შემდეგ, რაც მასობრივი მედიის საშუალებებით ამ კანონის პოპულარიზაცია მოხდა, ბევრმა ადამიანმა მოინდომა გონებამახვილობის დემონსტრირება და დაიწყეს მერფის კანონის მაგალითების მოფიქრება (ან მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღება).
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მაგალითს:
მერფის კანონი ბიზნესში
როდესაც მერფის კანონი თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს, ეს არც ისე საგანგაშოა და მას მხოლოდ მცირე დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია, თუმცა როდესაც საქმე დიდ ფულს ეხება მისი თავიდან აცილება ყოველი ბიზნესმენის სურვილია.
რა თქმა უნდა, ყველაფრის თავიდან აცილება არ მოხერხდება, თუმცა პოტენციური პრობლემების მნიშვნელოვანი რაოდენობისაგან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია. საიდუმლო, საფრთხეების წინასწარ გათვლასა და მათთვის მომზადებაში მდგომარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარ ვერ განჭვრეტთ, რომ შესაძლოა ყავა გადაისხათ მაისურზე, თუმცა შეგიძლიათ წინასწარ იყიდოთ სათადარიგო.
ბიზნესში მასშტაბები გაცილებით დიდია. თუკი არსებობს შესაძლებელობა, რომ კომპანიის ციფრულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს, მსგავსი შემთხვევებისათვის წინასწარ უნდა მოამზადოთ სამოქმედო გეგმა. ან, მაგალითად, თქვენ უნდა დაგეგმოთ თუ რას მოიმოქმედებთ, იმ შემთხვევისთვის თუ ქალაქს ქარიშხალი დაატყდება თავს და ელექტროენერგიას გაითიშავს.
ასეთ შემთხვევებში, სათადარიგო გეგმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის გვეხმარება პოტენციური დამანგრეველი დარტყმა უმნიშვნელო დაძაბულობით გადავიტანოთ.
რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თუ სიზამრაცე არ ჩაერთვება საქმეში, ბევრი შედეგი პროგნოზირებადია და მათთვის მომზადება შესაძლებელია. აი, ზოგიერთი მაგალითი ე.წ პროგნოზირებადი შედეგებისა (Foreseeable Outcomes):
თქვენ უნდა ივარაუდოთ, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევებში ყველაზე უარესი და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები.
რატომ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სიტუაციებისათვის ?
ადამიანური შეცდომა
თქვენ ვერასდროს შეძლებთ ბოლომდე გააკონტროლოთ ის, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, რადგან ადამიანის მოქმედებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, განათლების დონე, ემოციური მდგომარეობა, სტრესი და ფიზიკური დატვირთვაც კი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ბოლომდე ვერ დაეყრდნობით სხვა ადამიანებს, იმათაც კი, ვინც ყოველდღე ერთი და იმავე სამუშაოს ასრულებენ. „Uptime Institute”_ის მიხედვით, სამუშაო ადგილებსა და საწარმოში მომხდარი ინციდენტების 70% ადამიანური შეცდომით არის განპირობებული.
ბოლოს და ბოლოს, ყველანი ადამიანები ვართ. ამიტომ თქვენ მზად უნდა იყოთ, იმისთვის, რომ თქვენი რომელიმე თანამშრომელი თათბირზე დაიგვიანებს ან სულაც წერილს შეცდომით სხვა ადრესატთან გაგზავნის.
მომხმარებლების დაკმაყოფილება
ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი მომთხოვნები არიან თანამედროვე მომხმარებლები. ისინი თქვენი კომპანიისგანაც, შეუფერხებელ მუშაობასა და საიტის ხელმისაწვდომობას, მიტანის სერვისსა და სხვა მრავალ მომსახურებას მოითხოვენ.
შეხედეთ ამას შემდეგნაირად: როდესაც ჭამა გინდათ, არ დაელოდებით უკვე დახურული რესტორნის გაღებას. ამის მაგივრად, თქვენ იმ რესტორანს აირჩევთ, რომელიც ახლავე დაგიკმაყოფილებთ მოთხოვნილებას.
მერფის კანონი აქვე ამბობს, რომ უმნიშვნელო, პატარა შემთხვევამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესს. იქნება ეს აბონენტის მიუწვდომლობა თუ მიწოდების შეფერხება ფოსტის მიზეზით. ეს მომხმარებელს ისევე აღიზიანებს, როგორც თქვენი მიზეზით დაშვებული შეცდომა.
აქ ლაპარაკია არამხოლოდ რეპუტაციის მნიშვნელოვან დარტყმაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ კარგავენ პატარა კომპანიები ძალზე დიდ თანხებს უბრალო ტექნიკურ-საორგანიზაციო მიზეზებით.
ასეთი ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებისათვის საფასური შესაძლოა განმაცვიფრებელი აღმოჩნდეს. ზარალი, რომ ზუსტად დაიანგარიშოთ შემდეგი პუნქტების დამატება დაგჭირდებათ:
ყველა ასეთ შემთხვევაში არის შანსი შევამციროთ დანაკრგი მინიმუმამდე, დამატებითი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის გეგმა „ბ“_ს შემუშავებით.
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!