უმისამართო პოეტის სევდა -ჯავახიშვილი კატო
29, Tbilisi, Georgia

უმისამართოდ გამოვედი

სახლიდან დღესაც.
დავუყევ ქუჩას,
წლებნაშალი სევდით დაფენილს.
შენ შემოდგომით შეკერილი
ტკივილი გეცვა,
შენ ჩემი დიდი ცოდვა იყავ,
მე კი _ სასჯელი.
მტკვარზე ეს ლექსიც დავუტოვე
პირქვე საზანდრებს.
ეგება ვინმემ სიმთვრალეში
წაიღიღინოს.
ქალაქი მაინც თავის ჩვეულ
გზებზე დამათრევს,
მე კი მინდოდა მომეტანა
შენთვის ღიღილო...
ზეცა ქუჩებში ჩვენს შორეულ
ბავშვობას რეცხავს.
გვიანი არის. წამოვიდა
უკვე ფანტელი,
შენ შემოდგომით შეკერილი
ტკივილი გეცვა.
შენ ჩემი დიდი ცოდვა იყავ _
მე კი სასჯელი.

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta