ბარში შვდივარ და ვიხდი ქუდს,
მინდა მოვიდე ახლოდან გნახო,
ის სილამაზე რომ დავინახო,
რომელიც ყოველთვის მინდა მხიბლავდეს,
არასდროს წავიდეს მუდამ მე მყავდეს.
ნუ გეშინია ჩემო ძვირფასო,
დაე მარადჟამს თავი იფასო,
აგერ გატარებ წვიმიან ქუჩებში,
სველს ჩაგიხუტებ გაკოცებ ტუჩებში.
დილით ქუჩაში ლამაზად წვიმდა,
თითქოს ტიროდა უფალი წმინდა,
ის იგი ტირის რატომღაც ღელავს,
ღრუბლებში ყვირის და წითლად ელავს.
ცაში იჭექა აფეთქდა დენთი,
რაღაცას მანიშნებს მაღალი ღმერთი,
ყური მივუგდე მივაპყარ თვალი,
დენთმა იფეთქა დატოვა კვალი.
ღმერთის ენისა ვერა გავიგე,
ციდან დენთისა კვალი ავიღე,
სახლში შევედი მივხურე კარი
და ღვინის ბოთლას მე ხელი ვკარი.
ღმერთმა შეწყვიტა უცებ ტირილი,
აღარ მესმის მისი ყვირილი,
რაც მას უნდოდა მე ის გავიგე,
ხელში დასვრილი ფუნჯი ავიღე.
ფუნჯი დავადე სუფთა ქაღალდძე,
ვფიქრობ წარსულზე სულის ღალატზე,
გულს მაინც ის ერთი სურს,
ახლა დავხატავ მე ჩემსა სულს.
დავიწყე ხატვა ღვინოვ მომინდი,
ნასროლი ბოთლი გვერდით მოვიდგი,
ყურში ჩამესმის მისი სიტყვები,
…
მინდა გავიგო შენი ფიქრები,
იცი რომ მუდამ ჩემი იქნები,
მენატრები და ძალიან მჭირდები,
იცი რას ვფიქრობ?
მოდი მე გეტყვი,
პირველი დღე მინდა!
ღამე, და ცა წმინდა.
გახსოვს ის საუბრები?
სწორედ ის მინდა!
ნეტავ მაქცია იმ პირველ დღედ,
მოგეფერო და გაგართო მხნედ.
პირველი სიტყვა თუ გახსოვს?
მოდი მე გეტყვი,
ეს იყო დუმილი,
ჩუმი, ფარული წუხილი.
გახსოვს ვარკვლავთა სიჩუმეც?
სათითაოდ რომ ცვიოდნენ,
ჩვენი თვალების გუგებით,
ერთმანეთს როგორ ვუგებდით.
ან ის გახსოვს?
ის პირველი კოცნა,
ლოყაზე ამბორი,
ამ გრძნობის გამგონი.
პირველი წყენაც მახსოვს!
ჩვენთვის ცნობილი,
მკრთალი ღიმილი,
გულში ტირილი.
რატომ ხარ ასეთი მკაცრი და გულქვა,
როგორ აგიხსნა რომ შენ მჭირდები,
დაჭრილი მკერდით მიჭირს მე სუნთქვა,
უშენოდ ვერ ვძლებ მგონი ვგიჟდები.
გახსოვს ის დრო თავი რომ დამიკარი,
თხოვნა რომ მქონდა რაღაც პატარა
და რომ სიხარულით გულში ჩამიკარი,
ამ ჩემმა გულმა დღემდე გატარა.
შენმა წასვლამ მე გული დამწყვიტა,
ჩვენს განშორებას ვეღარ ავიტან,
იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც ვერ ამბობს,
მოკლებულია სიხარულს, ტირილს და ამბორს,
დღეები გადის და ის მაინც ამბობს,
დავუცდი იმ დღეს თავს რომ მე მანდობს.
იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც მარტოა,
ელოდება, მაგრამ იცის, რომ არ მოვა,
ცარიელ გულში რომ ადგილი ფართოა,
მარადჟამს მუდამ ყლორტი და რტოა.
იმ გრძნობას გაუმარჯოს, ძმაკაცს ალიონთ,
ამ სასმელში გულის ფიქრები გავრიოთ,
თუ გვინდა ეს ღამე ქეიფში გავლიოთ,
ეს სადღეგრძელო უნდა ბოლომდე დავლიოთ.
ხის ქვეშ ვზივარ და ლექსებს ვწერ დაღლილი,
მე ვარ კეთილი მოზარდი ბიჭი,
ამიტომ სიცოცხლე ძალიან მიჭირს,
ვერ ვუძლებ ცხოვრების კანონებს,
წარსული ჯოჯოხეთს მაგონებს.
არ ვიცი როდემდე დავიცდი,
ყველაფერს გულით განვიცდი,
ძნელია პრობლემის ატანა,
მიმძიმს მე თავის გატანა.
შემძულდა რთული სიცოცხლე,
ან განა რამდენი ვიცოცხლე,
ღმერთი მოწყალეა ვიცი,
ამიტომ დავდე მეც ფიცი.
მე ჩემს პირობას ვიცავ,
ღმერთის წინაშე ვფიცავ,
რომ შემეცვლება ფიქრები
და მუდამ ღმერთთან ვიქნები.
ძველი ცხოვრება დავასრულე,
პირობაც ნათლად ავასრულე,
გავიზარდე შევსრულდი 20 წლის,
ვეღარაფერი ვერ შემცვლის.
ვზივარ ვიხსენებ იმ წამებს,
ბევრჯერ ტირილში ნაწამებს,
თვითმარქვიას რომ მარქმევდნენ,
სიცოცხლის წესებს მართმევდნენ.
ახლა ცხოვრებაში ვარ ჩართული,
სიცოცხლის წამებში გართული,
გადავლახე ის წლები ბნელი,
რომ მძულდა ყოველი ძნელი.
ცხოვრება მართლა…
წყვილი ღამის კინოსეანსიდან სახლში ბრუნდებოდა.
ბიჭი ავტომობილს ღრმად ჩაფიქრებული მართავდა და რაღაც ავისმომასწავლებელი მდუმარება იყო ჩამოვარდნილი შეყვარებულთა შორის.
ბიჭი ფიქრობდა და ვერაფრით აეხსნა საყვარელი გოგონას ის უჩვეულო მოქმედებები, რომელთაც იგი ბოლო ხანებში ბიჭთან ურთიერთობისას ამჟღავნებდა.
ჩაფიქრებული ბიჭი გოგონას მიერ მოულოდნელად დარღვეულმა მდუმარებამ გამოარკვია.
- გთხოვ, გააჩრე ავტომობილი, შენთან საუბარი მსურს.
- ვიდრე რაიმეს მეტყოდე, გთხოს ეს წერილი აიღე და დამპირდი, რომ როცა სახლში მიხვალ, მაშინ წაიკითავ - უთხრა ბიჭმა გოგონას და გაუღიმა. რაღაც ღრმა, დამაფიქრებელი და სევდიანი შეიმჩნეოდა მის ღიმილში.
გოგონამ გამოართა წერილი და მოსასხამის ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კი ბიჭს გაუმხილა, რომ აღარ უყვარდა და რომ ისინი ამ ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებდნენ.
ამ დროს…