გაივლის დრო
30, Tbilisi, Грузија

გაივლის დრო და დადგება წუთები,
ერთმანეთისთვის უცხონი ვიქნებით,
ჩვენც შეგვმოსავენ ფერები მუქები,
თმაშიც დაგვათოვს სიბერის ფიფქები.

შევხვდებით ერთმანეთს უცებ და თუ ვიცნობთ,
ამ ნორჩი გულების ბებრული ზმანება,
სულში ჩამოღვრის წარსულის სითბოს და
ჩვენც ერთმანეთი შეგვებრალება.

დაგვენანება სიყვარული და
მისი უბრალო ეს სიმფონია,
შეგვებრალება ის ცრუ დღეები,
უერთმანეთოდ რაც გვიცხოვრია,

მაგრამ, ერთმანეთს ვერაფერს ვეტყვით,
რადგან სათქმელი აღარ გვექნება,
და იმ ჭაღარა სიყვარულიდან,
ორი ობოლი ცრემლი შეგვრჩება.

6 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes