ხარ განსხვავებული
არ ხარ სტანდარტული, მასიური და ეტიკეტური.
არ გარტყამენ ბეჭედს ერთი ბრენდისას.
არ ხარ პოლიტიკოსი და არ ხარ ,,ისინი’’
არ ~გავხარ მათ. ამას ხვდები შენ და განსაკუთრებით ისინი
არ გარბიხარ წვიმის დროს-
გიჟია, ამ თავსხმაში რას გაჩერებულა!-ამბობენ ,,ისინი’’
შენი გონება არ არის შენივე აზრებისთვის ციხე, საკანი.
შენ შეგიძლია ყველა საკანი ღია დატოვო და პატიმრების(აზრების) გაქცევის არ შეგეშინდეს იმიტომ, რომ არ მალავ შენს აზრებს უცხოთაგან განსხვავებით, მათგან რომლებიც მალავენ ახლად ნაყიდ, მეწველ ძროხას უცხო თვალისგან დასაცავად.
შენ არ ხარ კარგი არც ცუდი, სადღაც შუაში ხარ. შუამავლობ კარგთან და ცუდთან.
შენ არ იცვამ წითელ ქოშებს, შენ ფეხშიშველი დადიხარ. შენ არ გაკმაყოფილებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო- შენ გლეხური სახლები მოგწონს-მჭადის და ყველის…
მე ამ სამყაროში უკუღმა დავიწყე სვლა, ცაზე დავაბიჯებ და მიწას ავყურებ განცვიფრებული როგორც ცას რომელიც ბნელ ღრუბლებს მოუცავს...
სტატისტიკამ დაადგინა, რომ მამაკაცების თითქმის სრული უმრავლესობა დღის განმავლობაში სულ ცოტა 45 წუთი მაინც ათვალიერებს უცხო მანდილოსანს, რა თქმა უნდა ამ 45 წუთიდან ყველაზე უფრო მეტი დროის განმავლობაში მათ ვინც განსაკუთრებით ლამაზია, ან გამომწვევი და ასე შემდეგ (იდივიდთა გემოვნებიდან გამომდინარე)
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა…
წარმოდგენიდან --ხორცშესხმამდე
ხანდახან ხელიდან გაშვება დაკარგვაში გადადის, ხანდახან მოწყენა
ცრემლით იმოსება, ხანდხან წარბშეხრას რისხვა ანაცვლებს. ხანდხან მანეთი
აბაზებად იშლება და ნელ-ნელა იხარჯება. ხანდახან კერპი ღვთაებად
გადაიქცევა. ხანდახან ფიქრი გონებიდან სიტყვებში წყალობს ხორცხშესხმას,
ხანდახან ენით ვფარავთ სათქმელს ნაცვლად გამომჟღავნებისა, ხანდახან დიადი
არარაობად გარდაიქმნება.
იშვიათად უმანკო წრფელი ტირილი აღვიძებს
ადამიანის და ბუნების თვლემას მიცემულ გონებას,შემდეგ მის მზერას
აიყოლებს წლებთან ერთად, აიძულებს ცოცხალ ცხედარს უყუროს, აიძულებს მილეულ
წლებში ბოლომდე აყურებინოს დაკეცილ კანში აკრიალებული ისედაც წყლიანი
თვალებისთვის, მოხუცებული თვალებისთვის...