ასეა მუდამ - ავალიანი გივი
29, Tbilisi, Gruzija

ასეა მუდამ... და ნოემბერს წვიმებს ასევენ,

ყოველი ღამე წინა ღამის ანალოგია.
ჩავარდნილი ხარ ქვეყანაში, სადაც ასევე,
სამშობლო შენი ჩავარდნილი არის ლოგინად.

ქედის მოდრეკა მე არ ძალმიძს ძვირფასო შენებრ,
იცი, ჩაქოლვა ჩამისაფრდა სადღაც ახლოში,
რა ვქნა, ხალხისთვის თბილი ბინა ვერ ავაშენე,
რიყედან ქვესკნელს მიმათრევენ სინდისგათოშილს.

ვიკრეფ ძალას და უნებურად ჩემს თავს დავნებდი,
სული მოვიმკე, თუმცა სარჩოს მიჭირს მიხედვა,
მუხლებნატკენმა დავიწყევლე ღმერთო თავბედი,
და ღვთისმშობელი სამი ცრემლით ტკივილს მიხვევდა.

ასეა მუდამ... და ნოემბრის დღეებს მასევენ,
ღამე დღეა და დღე ღამეა, მიჭირს გაგება.
ბევრი ვიარე ქვეყანაზე, სულშიც ასევე,
რაღა სულია- სული თუკი გზა არ ა(გ)ებნა.

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta