08.07.2014
;.;.;.
42, Tbilisi, Gruzija

მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს,

მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს,

ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება,

თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება...

სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ,

ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ,

კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით,

ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით.

ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია,

არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია,

თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული,

ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!...

ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში,

და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში...

29 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta