,,არ გეგონოს ჩემზე მეტად დაიღალე"
54, Tbilisi, Gürcistan

უიმედო, ქედმოხრილი ცოდვის ტვირთით,
ცხოვრებისგან, უამრავჯერ გავილახე,
პატიება ვერ მივიღე ვერსად თითქმის,
თანაგრძნობა ვერავისში დავინახე.
უფლის კარავს, ეკლესიას შევეფარე,
ცოდვილები, გულს ხომ იქით მიჰყავს.
ჩემი სულის ტკივილები განმიქარვე,
შევევედრე თითქმის ყველა წმინდანს.
უფლის ჯვართან გაჩერებულს, არ მჯეროდა
ასხივებდა იმისთანა ნათელს,
ის კი, მშვიდად მიყურებდა და ელოდა,
ფერხთით როდის დავუნთებდი სანთელს.
მონუსხული შევცქეროდი კეთილ თვალებს,
მაზიარა იმქვეყნიურ სითბოს,
,,არ გეგონოს ჩემზე მეტად დაიღალე"
ჩამჩურჩულა, გამამხნევა თითქოს.

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor