გადავეჩვიე ქარის ნაამბობს...
37, Tbilisi, Gruzja

გადავეჩვიე ქარის ნაამბობს... ცახცახით ხიდან ფოთოლთა ცვენას... დაღლილი დღენი კვნესიან მარტო ... და მონატრება აწამებს ყველას... გადავეჩვიე ვინმეს სიყვარულს.... ფეხქვეშ მიცურავს დარდების ქვიშა. დაგტოვე ჩუმად სასოწარკვეთით..... და შენ გგონია ალბათ.. რამიშავს..... გადავეჩვიე დროის გადათვლას.. ყოველი დილა თენდება თითქოს... არც კი შეცვლილა წარსული დღენი... განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს ... მხოლოდ ამინდი დაგოგმავს ცაზე.... პირქუში ღამე მაფარებს საბანს.... ქარი კი გაბმით ბრახუნობს კარზე.... და სიზმრად დაჰქრის ის თეთრი კაბა.... გადავეჩვიე მე ლექსის წერას .... საწერიც აღარ დამრჩა რაიმე.... შენ იყავ ჩემი ციური მუზა... და ყველა სტროფი უკან წაიღე.....


Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut