03.03.2012
deda
41, Tbilisi, Gruzja

დედის თბილ ხელებს!...

"ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,

შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,

დედის კალთაში თავჩადებულს...არ გეშინია,

თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!

როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...

ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,

რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი-

და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!

ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,

დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,

-"მოგიკვდეს დედა!..."ამას სხვაგან არსად ამბობენ...

გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება!

და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,

დიდი ბავშვები...ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში...

მოვასწროთ ყველამ...დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,

ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut