ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა... ღამით რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან. უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა. |
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!