25.07.2014
........
39, Florence, Italia

როდის - არ ვიცი,
ადრე,
თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი:
რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა,
დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე...
ღირდა თუ არა,
იგი რაიმედ,
ვისაც კარივით გაუღე გული?
მოვა,
დარეკავს წვიმა,
ვაიმე,
გადაგეშლება ვარდივით წყლული...
როდის - არ ვიცი,
ადრე,
თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება,
ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია,
როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი!

0 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti