21.03.2014
emigranti
63, Florence, Italia

ემიგრანტს ჩახედეთ თვალებში,ნუ კითხავთ "რატომ არ ბრუნდება",
მის ტკივილს თვალები გეტყვიან,თვალები ცრემლით რომ დუღდება.
ემიგრანტს მხნეობა აჩუქეთ ჰაერზე მეტად რომ სჭირდება,, ჯანი და ძალ-ღონე გვეცლება ყველაფრის ექიმი გვჭირდება.
მოგვხედეთ, მადლი და სიკეთე თავის გზას ოქროსფრად დაქარგავს,
ხის ფესვებს წყალი თუ დააკლდა,ფოთლები მშვენებას დაკარგავს.
რამდენს კი საწოლზე მიჯაჭვულს იმედის ფერები წაერთვა.
ამ დუხჭირ ცხოვრებას უფულოდ,ეჭიდა, თავი ვერ გაართვა.
ჩვენს ყოფას მხოლოდ ის გაიგებს,,ვინც ჩვენი ცხოვრებით იცხოვრა
ვინც ნატვრის, სიშორის ქარცეცხლში ქრებოდა, უალოდ იწვოდა.

3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti