გამიღიმე
44, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ამას რომ წაიკითხავ მინდა გაიღიმო, უბრალოდ გაიღიმო...
მინდა ღიმილი გასწავლო...
მინდა გაიღიმო როცა გათენდება... სიცოცხლეს გაუღიმო...
მინდა გაიღიმო როცა წვიმის წვეთი ცხვირზე გაკოცებს...
მინდა გაიღიმო როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს...
გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან,

როგორ? - თვალებით...

მინდა დღეში ასჯერ, არა ათასჯერ გაიღიმო, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის,

უბრალოდ გაიღიმო... იქნებ გათბე...

მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდეს და შენ არ ცხოვრობდე წარსულით...

მინდა ბედნიერება დაინახო იმ ცხოვრებაში რომელშიც ცხოვრობ...

მზე - სამყაროს ათბობს,
ღიმილი - გულებს...
მინდა ყოველი დღე ღიმილით დაიწყო...

და ბოლოს... მინდა არ დამეკარგოს სურვილი მინდოდეს ეს ყველაფერი.. .

6 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti